ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
ნიტა ზაზას ასული ფაიქიძე დაიბადა 1993 წლის 18 იანვარს ქ. ქუთაისში.
2011 წელს დაამთავრა აკად. ი. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლა „იმედი“.
2015 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2019 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2016 წლის მარტიდან 2017 წლის მაისამდე გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2017 – 2019 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
2019 წლის აპრილიდან დაეკისრა აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ფუნქციების განხორციელება.
2019 წლის 23 ივლისს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2014 წელს მონაწილეობდა სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ პროექტში - „ჩემი პრეზიდენტი“.
2016 წელს გაიარა საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის“ ტრენინგ-კურსი და გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.
2020 წლის 25-26 აპრილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი თემაზე „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა“.
2023 წლის 22-23 აპრილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა ტრენინგი თემაზე „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია“.