ნოდარ ჟორჟოლიანი

დაბადების თარიღი: 18.05.1996

E-mail:


ნოდარ გიორგის ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1996 წლის 18 მაისს ქალაქ ქუთაისში.

2014 წელს დაამთავრა ქალაქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლა.

2019 წელს წარჩინებით დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2019 წელს ჩააბარა და სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე.

2018 წელს წარმატებით გაიარა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაიის ეთიკის კომისიის სტაჟირება.

2021 წელს წარმატებით  გაიარა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრის სასერთიფიკატო კურსი.

2021-2022 წლებში  იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.

2022 წლიდან  სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

2022 წლის 17 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.