ანი რობაქიძე

დაბადების თარიღი: 21.03.1994

E-mail: arobakidze@court.ge

 

ანა თამაზის ასული რობაქიძე დაიბადა 1994 წლის 21 მარტს ქ. ქუთაისში.

2012 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის №3 საჯარო სკოლა.

2016 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

2019 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სისხლის სამართლის სპეციალობით. თემა - "რესოციალიზაციის როგორც სასჯელის მიზნის მიღწევის პრობლემა დახურული ტიპის დაწესებულებაში."

2014 წელს ევროპის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიარა სემინარები თემაზე: "მოლაპარაკების მართვის ხელოვნება", "ტრეფიკინგი, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაული."

2014-2015 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიარა 6 თვიანი სასწავლო კურსი სისხლის სამართალში და წარმატებით ჩააბარა გამოცდა.

2015 წელს მონაწილეობა მიიღო დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროგრამაში "მოხალისე" და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

2015-2016 წლებში გაიარა 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის სპეციალობით.

2016-2018 წლებში მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების მრჩევლის პოზიციაზე.

2019 წელს მუშაობდა "ფინანსურ ბიუროში" რეგიონალური იურისტის პოზიციაზე და იყო კომპანიის წარმომადგენელი აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სასამართლოში.

2019 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

2023 წლის 17 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.