მარი ლომიძე

დაბადების თარიღი: 09.08.1999

E-mail:

მარი მამუკას ასული ლომიძე დაიბადა 1999 წლის 9 აგვისტოს ქალქ ქუთაისში

2017 წელს, ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა

2021 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,სამართლის საბაკალავრო პროგრამა

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იღებდა პრეზიდენტის სახელობის სახელმწიფო სტიპენდიას

2021 წლიდან სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე

2018-2019 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის სტაჟიორი

2019-2020 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი

2021 წელს ჩააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა და მოიპოვა სერთიფიკატი

2021 წლის 27 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.

2022 წლის 17 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2023 წლის 17 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.