იოსებ ნარეშელაშვილი

დაბადების თარიღი: 31.08.1970

E-mail:

 

იოსებ გიორგის ძე ნარეშელაშვილი დაიბადა 1970 წლის 31 აგვისტოს ქ.ქუთაისში.

1989 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი.

1989-1991 წლებში მსახურობდა სსრკ. შეიარაღებულ ძალებში.

1991 წელს ჩააბარა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის სპეციალობაზე. აღნიშნული ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა 1995 წელს.

1995-98 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის 31-ე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ორგანიზატორად.

1998-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკური თეორიისა და ფილოსოფიის მასწავლებლად.

2008 - 2012 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში; G-2_ის ბრიგადის სერჟანტად.

2012 წლის 22 აპრილიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურის თანამდებობაზე.