მარიამ იმერლიშვილი

დაბადების თარიღი: 25.08.1999

E-mail:

მარიამ მერაბის-ას იმერლიშვილი დაიბადა 1999 წლის 25 აგვისტოს ქალაქ ხაშურში.

 

2017 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა .ხაშურის N7 საჯარო სკოლა.

 

2022 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

2022 წლიდან სწავლა განაგრძო ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 06 დეკემბრამდე იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი.

 

2023 წლის 06 დეკემბრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.