ვალერიან ფხაკაძე

დაბადების თარიღი: 09.05.1981

E-mail:

 

ვალერიანე ფხაკაძე დაიბადა 1981 წლის 09 მაისს.

დაამთავრა ქ. ქუთაისის № 36 საშუალო სკოლა.

1998 -2003 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

2005 წლიდან დაინიშნა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2006 - 2011 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე.

2011 წლიდან 2015 წლამდე მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის თანამდებობაზე, პარალელულად სხვადასხვა სკოლაში ასწავლიდა „საგზაო წესების და მოძრაობის უსაფრთხოების“ საგანს.

2015 წლის ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის თანამდებობაზე.