ლალი ტურავა

დაბადების თარიღი: 26.09.1969

E-mail: lturava@court.ge

 

ლალი მიხეილის ასული ტურავა დაიბადა 1969 წლის 26 სექტემბერს ქ. ქუთაისში.

1984 წელს დაამთავრა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლის არასრული კურსი.

1988 წელს დაამთავრა ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი ლითონების ჭრით დამუშავების სპეციალობით.

1993 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით.

2006 წელს დაამთავრა ქუთაისის საერო ინსტიტუტი გელათის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1988 წლის 14 მარტიდან 13 სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში სამუშაოთა გამანაწილებლად.

2003-2006 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მბეჭდავ-ოპერატორად.

2006 წლის 01 მარტიდან 03 აპრილამდე მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

2006 - 2017 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე

2017 წლის 5 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.