ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
ნანა მალხაზის ასული გაბედავა დაიბადა 1984 წლის 08 ივლისს ქ. სოხუმში.
2001 წელს დაასრულა ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი.
2001-2006 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიენიჭა მაგისტრის წოდება, წარჩინების ხარისხით.
2007 წლის 11 ივნისს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამ თვიანი კურსი და 2007 წლის 3 ივლისს ქალაქ თბილისში – იუსტიციის უმაღლეს სკოლაში წარმატებით ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა, ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.
გავლილი აქვს სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარები, მათ შორის:
2016 წლის 03-04 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - მტკიცებულებათა ცნება (შეფასება, დასაშვებობა, გამოკვლევა, გამოქვეყნება და დემონსტრირება).
2016 წლის 25 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - საპროცესო დოკუმენტების შედგენა.
2017 წლის 15-16 ივნისს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით.
2017 წლის 23-24 დეკემბერს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - ტრეფიკინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, განსაკუთრებით ბავშვთა ეფექტიანი დაცვა.
2018 წლის 28-29 აპრილს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა (ეფექტიანი) განხილვა.
2019 წლის 16 და 17 ნოემბერს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები.
2020 წლის 25 ივნისს, 02 ივლისს და 09 ივლისს მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში - ინტერვიუ ამერიკელ მოსამართლესთან.
2020 წლის 22 დეკემბერს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - კორუფციული საქმეების დინამიკა.
2021 წლის 24 თებერვლიდან - 09 მარტის ჩათვლით გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - სამართლებრივი მართლწერა.
2021 წლის 25 თებერვალს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე (ტრენერები - უცხოელი ექსპერტები) - სასამართლოს დამოუკიდებლობა.
2021 წლის 23-24 ოქტომბერს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების სტანდარტების მიხედვით.
2022 წლის 08 ოქტომბერს - 09 ოქტომბერს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო სემინარი თემაზე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება (სისხლის სამართალი).
2022 წლის 25 მაისიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროს (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა) მიერ გამართულ ტრენინგში / სემინარში / სასწავლო კურსის თემა - კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში, გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.
2022 წლის დეკემბრის თვეში გაიარა - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამართული ტრენინგი / სემინარი / სასწავლო კურსის თემა - „ეთიკა და ქცევის ზოგადი წესები საჯარო სამსახურში“, გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.
2010-2011 წლებში გაიარა 5 თვიანი სტაჟირება ქალაქ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის სპეციალობით.
2011 - 2018 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2018 წლის 23 იანვრიდან დაეკისრა მოსამართლის თანაშემწის ფუნქციების განხორციელება.
2019 წლის მაისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.