აპარატი

მანანა ნიკაჭაძე

 

მანანა  ნიკაჭაძე  დაიბადა 1964 წლის 5 აგვისტოს  ქალაქ ზესტაფონში.

1981 წელს წარჩინებით დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ ტაბაკინის საშუალო სკოლა.

1982 წელს დაამთავრა ზესტაფონის №152 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1984 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილებაზე და დაამთავრა 1989 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო ზესტაფონის რაიონული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში (შემდგომში რაიონის გამგეობა) ჯერ არქივარიუსად, შემდეგ იურისტად.

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ზესტაფონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების ინსპექტორად.

1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. ზესტაფონის №7 საშუალო სკოლაში მასწავლებლად.

1999 წლის 15 მაისიდან  2009 წლის ოქტომბრამდე იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე,

2001 წლიდან ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2010 წლის მარტიდან 2014 წლის იანვრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.

2014 წლის იანვრიდან მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტად.

2016 წლის 25 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის 25 ივლისადან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.