ციცინო კიკვაძე

 

დაიბადა 1970 წლის 6 იანვარს, ჩოხატაურის რაიონში.

1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1990-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის კოოპერატივ ''მეკონსერვეს'' იურისკონსულტად.

1993-1994 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.

1995-1997 წლებში მუშაობდა შპს ''ნაბეღლავის'' იურისკონსულტად.

1997-1998 წლებში მუშაობდა შპს ''ალიანსი-96''-ის იურისკონსულტად.

1998-1999 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოს იურისტად.

1999-2005 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

2005 წლიდან არის ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2009 წლის სექტემბრიდან ჩარიცხულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო.

2013 წლის დეკემრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 22 ივლისიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.