თათია გოგოლაური

 

დაიბადა 1983 წლის 19 მარტს ქ. თბილისში;

2000 წელს დაამთავრა ქ. კასპის №1 საერო გიმნაზია;

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2004-2005 წლებში გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში;

2006 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.

2010 წელს დაინიშნა მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2018 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.