
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
დაიბადა 1993 წლის 13 ოქტომბერს ბათუმში
2012 წელს დაამთავრა სამტრედიის კერძო სკოლა „ცოდნა“.
2016 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი.
2018 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა
2016 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართალში.
2019 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში
2021 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2023წელს ჩააბარა ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდასამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით
2018-2023 წლებში გავლილი აქვს საქართველის ადვოკატთა ასოციაციის შემდეგი ტრენინგები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ბავშვის უფლებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; პროფესიული ეთიკა; შრომითი სამართალი; პრობლემური საკითხები სამშენებლო სამართალში; კანონი მეწარმეთა შესახებ.
2018-2019 წლებში გაიარა იურიდიული დახმარების სამსახურის შემდეგი ტრენინგები - ლტოლვილთა სამართლის სამართლებრივი და პრაქტიკური ასპექტები; სააღსრულებო წარმოების აქტუალური საკითხები; შრომის სამართლის აქტუალური საკითხები; სანივთო სამართლის აქტუალური საკითხები; სამოქალაქო საქმისწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში; ავტოსატრანსპორტო დანაშაული; ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა; სამემკვიდრეო სამართლის აქტუალური საკითხები; საოჯახო სამართლის აქტუალური საკითხები.
2023 წელს იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2018-2023 წლებში იყო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
2024 წლის დეკემბრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე