ციცინო მოსიძე

 

დაიბადა 1971 წლის 12 ოქტომბერს ქ. ბაღდათში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გალის რაიონის სოფ. შეშელეთის აკად. ი.ნ. ვეკუას სახ. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა გალის №102 პროფესიულ - ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1989 წელს.
1990 წელს ჩაირიცხა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში. 
1992 წელს სწავლა განაგრძო და 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრალურ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად.
1999-2000 წლებში პარალელურად მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფ. ნერგეეთის თემის საკრებულოს აპარატის უფროსად.
2000-2005 წლებში მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრის დოცენტად.
2002-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2005 წლის თებერვლიდან გაწევრიანდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში”.
2005 წლის 22 სექტემბერს  დაინიშნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 
2006-2007 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2008 წლის 23 აპრილს დაეკისრა ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 01 მარტიდან დაევალა მოსამართლის უფლებამოსილების განახორციელება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  2010 წლის 22 სექტემბრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 21 სექტემბრის №1/138 გადაწყვეტილებით  გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 25 დეკემბრის №1/215 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით 2016 წლის 5 იანვრიდან დაევალა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ბაღდათის მუნიციპალიტეტში.