ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
დაიბადა 1985 წლის 19 ოქტომბერს, ქ.ქუთაისში.
2003 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის, მე-2 საშუალო სკოლა.
2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა. (ბაკალავრის ხარისხი)
2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა. (მაგისტრის ხარისხი)
2007-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კანცელარიაში სპეციალისტის თანამდებობაზე.
2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2010-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბიუჯეტის ანალიზის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე.
2014-2016 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტში წამყვანი აუდიტორის თანამდებობაზე.
2009 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წელს გაიარა კურსი - ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიაში, ეფექტიანობის აუდიტის მეთოდოლოგიასა და შიდა აუდიტის საფუძვლებში.
არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2016 წლის 09 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად. არჩეულ იქნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად.
2016 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, სალექციო კურსი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2016 წლის 04 იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით 03 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.