ალექსანდრე ხაჭაპურიძე

დაბადების თარიღი: 30.09.1981

E-mail: akhachapuridze@court.ge

 

ალექსანდრე თენგიზის ძე ხაჭაპურიძე დაიბადა 1981 წლის 30 სექტემბერს ქ. ქუთაისში.

1999 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის სამუსიკო საშუალო სკოლა.

2003 - 2006 წლებში სწავლობდა წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო აკადემიაში.

2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, მიენიჭა ბაკალავრის წოდება.

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006-2008 წლებში გაიარა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.

2011 – 2020 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტის თანამდებობაზე.

2020 წლის 26 მარტს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე