თეონა აბზიანიძე

დაბადების თარიღი: 16.08.1985

E-mail: tabzianidze@court.ge

 

თეონა ბორისის ასული აბზიანიძე დაიბადა 1985 წლის 16 აგვისტოს ქ. ხონში.

2001 წელს დაამთავრა ხონის რაიონის სოფ. პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა ხონის N9 პროფესიული სასწავლებელი.

2008 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატი.

2009 წლის 11 დეკემბერს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.

2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სისხლის სამართლის სპეციალობით.

2008 წლის 01 ივნისიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიარა ექვს თვიანი სტაჟირების კურსი.

2009 წლის 16 მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

2009 წლის 01 ივლისიდან კონკურსის შედეგად გადაყვანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

2012 წლის 21 მარტიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე