ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
რუსუდან ძნელაძე დაიბადა 2002 წლის 16 აგვისტოს , ქალაქ ქუთაისში.
დაასრულა ქ.ქუთაისის #24 საჯარო სკოლა.
2021-25 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამაზე , იღებდა სახელმწიფო სტიპენდიას.
2023 წელს გაიარა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სამხედრო და სალაშქრო მომზადების კურსი.
2024 წელს 6 თვის განმავლობაში იყო სტაჟიორი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
2024 წლის დეკემბრიდან ერთი წლის განმავლობაში იყო სტაჟიორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2026 წლის ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტად.