ამირან ასათიანი

დაბადების თარიღი: 24.07.1983

E-mail:

ამირან ასათიანი - დაიბადა 1983 წლის 24 ივლისს, ქ.ქუთაისში.

დაამთავრა ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლა

2000-2005 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მიიღო იურისტის კვალიფიკაცია.

2006-2007 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებული სამსახური შ.ს.ს სპეცოფერაციების დეპარტამენტის ობიექტების დაცვის სამმართველოში.

2008-2009 წლებში სწავლობდა ქ.ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში და მიენიჭა "კომპიუტერული ტექნიკის ოპერატორ შემკეთებელი" - ს კვალიფიკაცია.

2008-2009 წლებში მუშაობდა შპს "საკუთრების დაცვის სამმართველოში I" - ში ოპერატიულ ჯგუფში.

2010-2025 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის თანამდებობაზე და პარალელურად სხვადასხვა სკოლებში ასწავლიდა "საგზაო წესები და უსაფრთხოება"  - ის საგანს.

2022-2025 წლებში პარალელურად მუშაობდა დ.აღმაშენებლის სახელობის ქ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

2025 წლის დეკემბრიდან დაინიშნა ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის თანამდებობაზე.