ეკა ბიბილაშვილი

დაბადების თარიღი: 17.03.1992

E-mail:

ეკა ბიბილაშვილი დაიბადა 1992 წლის 17 მარტს  ქ. ქუთაისში.

2010 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლა.

2013-2014 წლებში  გაიარა პროფესიული სტაჟირება ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივ საკითხთა განყოფილებაში.

2016 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სისხლის სამართლის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2012-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში - უმცროსი ინპექტორის თანამდებობაზე.

2016 წელს წარმატებით გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სპეციალური პროფესიული სასწავლო კურსი.

2016-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N14 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის პოზიციაზე.

2018-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორის თანამდებობაზე.

2021-2023 წლებში დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართალის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2021 წლის ოქტომბრის თვიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას იღებდა ტრენინგ ცენტრ „სამართლის აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ სისხლის საპროცესო სამართლის პრაქტიკულ კურსში.

2022-2023 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრში გაიარა სტაჟირება და იყო ადვოკატის თანაშემწე. აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში.

2023 წლის 27 მარტიდან - 16 ივლისის ჩათვლით გაიარა სტაჟირება ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატში.

2023 წლის 17 ივლისიდან დაინიშნა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.