თებროლე ლიპარტელიანი

დაბადების თარიღი: 12.03.1981

E-mail: tliparteliani@court.ge

 

კომენტარი: წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო

თებროლე ლიპარტელიანი დაიბადა 1981 წლის 12 მარტს ლენტეხის რაიონში.

1987 წელს შევიდა ლენტეხის საშუალო სკოლაში, 1991 წელს სწავლა გააგრძელა გვიშტიბის საშუალო სკოლაში რომლის ცხრა კლასი წარჩინებით დაამთავრა 1996 წელს და სწავლა განაგრძო ქ. წყალტუბოს მრავალპროფილიან ლიცეუმში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.

1998 წელს ჩაირიცხა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი წარჩინებით დაამთავრა 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2004 წლის 23 სექტემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით

2008 წლის 01 ოქტომბერს წარმატებით ჩააბარა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსები და სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტესტური გამოცდა. სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, კომპიუტერს – Windows, Internet, Ms word, Ms excel

2005 წლის 01 მარტიდან 24 ოქტომბრამდე მუშაობდა სპეციალისტად წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.

2006 წლის 18 სექტემბრიდან 2010 წლის 22 სექტემბრამდე მუშაობდა მოსამართლის თანაშემწედ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში.

2010 წლის 22 სექტემბრიდან 2010 წლის 24 დეკემბრამდე მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს აპარატის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად

2010 წლის 24 დეკემბრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე და ასევე შეთავსებული აქვს მოსამართლის თანაშემწის და სპეციალისტის მოვალეობის შესრულება.