ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
სოფიკო ბორისის ასული ჩაგუნავა დაიბადა 1985 წლის 27 ივნისს მარტვილის რაიონში.
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა მარტვილის რაიონის სოფ. დიდი-ჭყონის საჯარო სკოლა.
2006 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი ფაკულტეტით ბიზნესი და მართვა. სპეციალობით თარჯიმან-რეფერენტი (ინგლისური ენა).
2006 წელს გაიარა საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის კურსები.
2007 წელს საქართველოს კულტურულ-დემოკრატიული განვითარების ცენტრში გაიარა საოფისე კომპიუტერული პროგრამების კურსები.
2009-2010 წლებში მუშაობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.პირველი ნამიკოლაოს საჯარო სკოლის უცხო ენის (ინგლისური) პედაგოგად
2011-2014 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის N31 საჯარო სკოლაში, უცხო ენის (ინგლისური) პედაგოგად.
2015 წლის თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.