ბორენა იობიძე

დაბადების თარიღი: 03.11.1991

E-mail: biobidze@court.ge

 

ბორენა არჩილის ასული იობიძე დაიბადა 1991 წლის 03 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

2010 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლა.

2014 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის სპეციალობით, მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2015 წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საჯარო სამართლის მიმართულებით.

2012-2013 წლებში გაიარა სტაჟირება კერძო ადვოკატურაში.

2016 წელს გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

2014 წლის აპრილიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

2011 წლიდან 2016 წლის მარტამდე მუშაობდა შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენში“ ოპერატორის თანამდებობაზე.

2016 - 2017 წლებში ასრულებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის შემცვლელის მოვალეობას

2017-2020 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად

2020 წლის 25 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე