ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
სოფიო ბრეგვაძე დაიბადა 1990 წლის 10 იანვარს ქალაქ ქუთაისში.
2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა.
2010 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2012 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. წარმატებით დაიცვა სადიპლომო თემა: "ტრეფიკინგი - 21-ე საუკუნის მონობა". არჩეული სპეციალობის საფუძვლიანი დაუფლების მიზნით აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და სემინარებში, გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები: ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის საბჭოს მექანიზმები და ევროპული სასამართლოს მუშაობის სტრუქტურის განხილვა; ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციების განხილვა; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების განხილვა, საარჩევნო სისტემის და წესების გაცნობა და შესწავლა, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“, „მედიაცია“, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობა“, „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების უფლებათა დაცვის კონვენცია“.
2009-2010 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში.
2010-2011 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, აქტიურად იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დებატ-კლუბში, იყო დებატ-კლუბის წევრი.
2011-2012 წლებში გაიარა სტაჟირება იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში.
2012-2014 წლებში გაიარა სტაჟირება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებით.
2015 წლის 19 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე.
2018 წლის 19 ივლისიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2022 წლის 15 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საოგრანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.