ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
2015 წლის 05 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მეხუთე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ.გ-ს ბრალი ედებოდა, რომ მან 2014 წლის 28 ოქტომბერს დაახლოებით 22:00 საათზე დახრჩობით სიცოცხლე მოუსპო მასთან სტუმრად მყოფ, საძინებელ ოთახში მძინარე მცირეწლოვან ლ. შ-ს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის და მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდგომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სასამართლომ მ.გ-ს სასჯელის სახით 13 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.