ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
2015 წლის 15 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მეოთხე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ზ. გ-ს ბრალი ედებოდა, რომ მან ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, გაფლანგვა და ყალბი დოკუმენტის დამზადება. კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზ. გ-მ თავისივე სამუშაო კაბინეტში გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, განახორციელა ძალადობა ამავე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მათ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს ჰაუპტვახტში 7 დღე-ღამის ხანგრძლივობით მოთავსების გზით. ასევე ბრალი ედებოდა რომ თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2012 წლის 01 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით, ბრიგადის G4-ის უფროსთან წინასწარი შეთანხმებით გაფლანგა ქ. სენაკში მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 32 242 ლარის ღირებულების საწვავი. ხსენებული გაფლანგვის დაფარვის მიზნით კი სხვა პირების მონაწილეობით შეადგინა ყალბი დოკუმენტი, სადაც შეტანილ იქნა ყალბი მონაცემი, რომ ზემოთაღნიშნული საწვავი გადაეცა საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის და მხარეთა დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდგომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.