ქუთაისის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟირების კონკურსს

19.06.2025

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟიორთა მისაღებ, ანაზღაურებად კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო  ვადაა 2025 წლის 28 ივნისი.

 

ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge  "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ "ქუთაისის საქალაქო სასამართლო".