
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
2025 წლის 14 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N31-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტარიელ ბალაბანიშვილს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, გაეცნენ სასამართლოს საქმიანობას, სამუშაო პროცესს, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, სამოსამართლეო საქმიანობისა და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.