სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

21.05.2025

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის №13 საჯარო სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე, სამოსამართლეო საქმიანობის, სასამართლოში საქმისწარმოების წესისა და სხვადასხვა პროცესუალურ საკითხებზე, დასვეს კითხვები სასამართლო სხდომის მიმდინარეობის, პროცესში მონაწილე მხარეთა როლების, მათი უფლებების შესახებ, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.