ქუთაისის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს

11.12.2024

ქუთაისის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს დახურულ კონკურსს, მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის თანამდებობაზე (01 საშტატო ერთეული).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი. 

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით შემდეგ ბმულს: http://www.hr.gov.ge/