ქუთაისის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს

28.05.2024

ქუთაისის საქალაქო სასამართლო, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით აცხადებს ღია კონკურსს, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის - კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე (01 საშტატო ერთეული).

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 04 ივნისი.

 

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://www.hr.gov.ge/