სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

01.06.2023

2023 წლის 01 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ ,,წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3  საჯარო სკოლის“ მეათე კლასის მოსწავლეები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, გაეცნენ სასამართლოს საქმიანობას, სამუშაო პროცესს, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე,  სამოსამართლეო საქმიანობისა და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე. შეხვედრის ბოლოს დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა - სხდომის დარბაზები და მოქალაქეთა მისაღები განყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.