სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

18.05.2023

2023 წლის 18 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსაწვალეები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ სასამართლოს თავმჯდომარეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, გაეცნენ სასამართლოს საქმიანობას, სამუშაო პროცესს, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე,  სამოსამართლეო საქმიანობისა და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე. შეხვედრის ბოლოს დაათვალიერეს სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა - სხდომის დარბაზები, მოქალაქეთა მისაღები და სასამართლო თანამშრომლეთა სამუშაო ოთახები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.