სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში

08.05.2023

2023 წლის 05 მაისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3  საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე,  სამოსამართლეო საქმიანობისა და სასამართლოში საქმისწარმოების წესის თაობაზე.     

ქუთაისის საქალაქო სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი თაობის სამართლებრივი კულტურის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.