ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამა წლის 15 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ასევე წყალტუბოს, ბაღდათის და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში განმეორებით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. შეიწამლა სასამართლოს საჯარო სივრცეები, კერძოდ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, ფოიე. ასევე სასამართლოს კორიდორები და სხდომათა დარბაზები.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა დროებითი მოთავსების საკნები
სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.