ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

08.03.2022

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ამა წლის 8 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. შეიწამლა  სასამართლოს საჯარო სივრცეები, კერძოდ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, ფოიე. ასევე  სასამართლოს კორიდორები და სხდომათა დარბაზები.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა აპარატის მოხელეთა სამუშაო ოთახები და დროებითი მოთავსების საკნები.

სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა.

 

გალერეა