ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოწმე გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე დაიკითხა

16.03.2016

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდა გამოძიების ეტაპზე მოწმის მოსამართლის წინაშე დაკითხვა. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.  2016 წლის 09 მარტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე შუამდგომლობით მომართა სასამართლოს გამოძიების ეტაპზე მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობის დასაბუთება აგებული იყო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოწმემ გამოძიების ფარგლებში უარი განაცხადა გამოკითხვაზე და თავად გამოთქვა მოსამართლის წინაშე დაკითხვის სურვილი. სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოწმე მოსამართლის წინაშე დახურულ სხდომაზე დაიკითხა.