ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ გამოცხადებული იქნა კონკურსი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებულ შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწე - 01 ადგილი; 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი - 01 ადგილი; 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტი - 01 ადგილი; მითითებულ ვაკანსიებზე განცხადებების მიღება წარმოებდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის მეშვეობით 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. ხსენებულ პერიოდში სამივე ვაკანსიაზე შემოტანილი იქნა 113 განცხადება. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, რომელიც მოიცავდა განცხადებების გადარჩევის და გასაუბრების ეტაპს. აპლიკანტებს კონკურსის ეტაპების და შედეგების შესახებ ეცნობათ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით. საკონკურსო საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებებს იღებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხმათა უმრავლესობით, ხოლო საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში 2015 წლის 10 ნოემბერს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად წარედგინა: 1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის ვაკანსიაზე - თამარ შარაბიძე; 2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივნის ვაკანსიაზე - თინათინ ციცქიშვილი; 3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის სპეციალისტის ვაკანსიაზე - ქეთევან კირიაკიდი.