ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აპარატის სხვადასხვა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, განაცხადების გადარჩევის და გასაუბრების ფორმით. კონკურსს ჩაატარებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. სააპლიკაციო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 22 ოქტომბერი. ვაკანსიების ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.hr.gov.ge "ვაკანსიების ძებნის" გვერდზე, ველში "დამსაქმებელი", მიუთითეთ ,,ქუთაისის საქალაქო სასამართლო".