დარინა აბულაძე

 

დაიბადა 1982 წლის 01 იანვარს.

1999 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის, სოფელ ვაშლოვანის საშუალო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2001-2002 წელს საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტის ბათუმის ფაკულტეტზე გაიარა გადამზადების კურსები, პროფილით მცირე ბიზნესი, პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი.

2005 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა. 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2013 წლის 02 მარტს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში. 2016-2017 წლებში იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2000-2005 წწ. მუშაობდა ქ.ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს კანცელარიის საქმისმწარმოებლად.

2005-2010 წ. მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანად.

2010 წლის მაისის თვიდან 2018 წლის 11 იანვრამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.