ქეთევან თხელიძე

 

დაიბადა 1986 წლის 12 მაისს, ხარაგაულში.

2003 წელს დაამთავრა დაბა ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია.

2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი.

2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.

2008-2009 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2009-2010 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.

2011-2014 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს აპარატის სხდომის მდივნის თანამდებობაზე და იმავდროულად ახორციელებდა მოსამართლის თანაშემწის უფლებამოსილებას.

2014-2020 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მენეჯერის-საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2008 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2018 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2020 წლის 1 დეკემბრიდან გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.