ნანა ჯოხაძე

 

დაიბადა 1975 წლის 29 ნოემბერს, ქ. სამტრედიაში, ფარნავაზის ქ. №261-ში.

1992 წელს დაამთავრა სამტრედიის №7 საშუალო სკოლა.

1992 წელს ჩაირიცხა და 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1997 წელს დაინიშნა სპს ,,აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტში“ ლექტორად. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამ თვიანი კურსი და 1999 წელს ჩააბარა სასწავლო პროგრამით გათვალიწინებული გამოცდა.

2000 წლიდან პარალელურად მუშაობდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში ლექტორად..

2005 წლის 18 ივნისს ჩააბარა მოსამართლების საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.

2005 წლის 6 ნოემბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით.

2005 წლის 1 მარტს დაინიშნა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის თანამდებობაზე.

2006 წლის 28 აპრილს გათავისუფლდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე.

2006 წლის 1 მაისიდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულებით მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონსულტანტად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოში.

2007 წლის 20 თებერვალს დაინიშნა საადვოკატო ფირმა ,,სამართალში“ ადვოკატის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2007 წლის 1 სექტემბერს პირადი განცხადების საფუძველზე.

2007 წლის 3 დეკემბრიდან 2009 წლის 28 მარტამდე სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2009 წლის ივლისიდან 2016 წლის თებერვლამდე მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 თებერვლის №1/38 გადაწყვეტილებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად, გამწესდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 3 წლის ვადით, 2016 წლის 15 თებერვლიდან.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 თებერვლის №8 ბრძანებით "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაევალა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.

2019 წლის ივნისიდან დაევალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება.