
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
Kutaisi City Court
Kutaisi City Court
დაიბადა 1971 წლის 16 ნოემბერს, ქ. ზესტაფონში;
1988 წელს დაამთავრა ზესტაფონის #2 საშუალო სკოლა;
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1998 წელს სწავლება გაიარა აშშ-ის II ოლქის სააპელაციო სასამართლოში - სასამართლო საქმისწარმოების და ადმინისტრირების საკითხებზე;
2000 წელს სწავლება გაიარა საფრანგეთში, გრეფიების ეროვნულ სკოლაში, ევრო კავშირისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტით, სასამართლო პერსონალის მომზადების და გადამზადების საკითხებზე;
1991 წელს (აპრილიდან ნოემბრამდე) მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილებაში ინსპექტორად; 1991-1997 წლებში მუშაობდა ამავე განყოფილების უფროს ინსპექტორად;
1994-1997 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამდივნოს;
1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს კანცელარიის გამგედ;
1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორად;
1999-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრატორად;
2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
2005-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
2015-2016 წლებში იყო შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ იურიდიული სამსახურის უფროსი. გენერალური დირექტორის მრჩეველი;
2016-2019 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2020 წელს მუშაობდა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე.
2020 წლიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.