სასამართლოს თავმჯდომარე

მოსამართლეები

 

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგია

სასამართლოს აპარატი (საჯარო მოხელეები)

სასამართლოს მენეჯერი

საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება

მოსამართლის თანაშემწე

სხდომის მდივანი

 

კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები (განყოფილება)

განყოფილების უფროსი

წამყვანი სპეციალისტი

სპეციალისტი

კურიერი

 

მანდატურის სამსახური

სამსახურის უფროსი

მანდატური

 

მაგისტრატი მოსამართლის აპარატი

სხდომის მდივანი

სპეციალისტი

მანდატური

დამხმარე მოსამსახურე (სამეურნეო საკითხებში)

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ქუთაისის საქალაქო სასამართლო მდებარეობს ქ. ქუთაისში, მისამართზე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. № 11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში სპეციალურად სასამართლოსთვის აშენდა. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის № 649 ბრძანებულებით გაუქმდა ქუთაისის ქალაქის სასამართლო და შეიქმნა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით. 2007 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში. ამჟამად, შენობაში განთავსებულია 7 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: 3 სისხლის სამართლის საქმეთათვის, 3 კი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეტა განსახილველად, ხოლო ერთი სპეციალიზებული დარბაზი გათვალისწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2013 წლიდან დღემდე, ხოლო 2012 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის 65, ტელ: (995 32 ) 2748158; (995 32 ) 2748162; სასამართლო რეფორმის ფარგლებში სასამართლოების გაერთიანების პროცესი 2010 წელსაც გაგრძელდა. გაერთიანებული სასამართლოს სტატუსით ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 22 სექტემბრიდან სარგებლობს. მასთან ტყიბულის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონული სასამართლოები გაერთიანდნენ. თითოეულ ამ რაიონში სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ამასთან, მაგისტრატ მოსამართლეებს უფლება აქვთ საჭიროების შემთხვევაში განიხილონ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი საქმეებიც

წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლო

  • ქ.წყალტუბო, რუსთაველის ქ. № 31 ;5400
  • (032 51 05 55) 24 99

1982 წლიდან წყალტუბოს რაიონული სასამართლო ფუნქციონირებს ქ.წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩის № 31 არსებულ ორსართულიან შენობაში, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2007 წელს. 2010 წლის 22 სექტემბერს სასამართლო რეფორმის შედეგად, წყალტუბოს რაიონული სასამართლო გარდაიქმნა მაგისტრატ სასამართლოდ და გაუერთიანდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. შენობაში განთავსებულია ერთი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატი სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები. სასამართლოში დაინერგა ახალი კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობით უმოკლეს ვადაში მოხდება სასამართლო პროცესის სპეციალურ აუდიო-დისკზე ჩაწერა. წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2008 წლიდან დღემდე, ხოლო 2007 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის 65, ტელ: (995 32) 2748158; (995 32) 2748162; წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოსთან ერთად შენობაში განთავსებულია იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო ცენტრი, სადაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ როგორც მოსამართლეების, ასევე სასამართლო აპარატის და სხვა უწყებათა თანამშრომლების გადამზადების მიზნით ტარდება სხვადასხვა სახის ტრეინინგები.

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

  • ქ.ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. № 7 ;1000
  • (+995 0434) 22 24 84

ამჟამინდელი ბაღდათის მაგისტრატი სასამართღოს შენობა, მდებარე ქ.ბაღდათში, ვაჟა-ფშაველას ქ. № 7-ში, აშენდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში და 2009 წლამდე იქ ფუნქციონირებდა ქ. ბაღდათის საკრებულოს ადმინისტრაცია.
2009 წლის იანვრიდან, ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული შენობა გადაეცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რის შემდეგაც მოხდა შენობის რეკონსტრუქცია და შენობაში ფუნქციონირება გააგრძელა ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ.
2010 წლის 22 სექტემბერს სასამართლო რეფორმის შედეგად ბაღდათის რაიონული სასამართლო გარდაიქმნა მაგისტრატ სასამართლოდ და გაუერთიანდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. შენობაში განთავსებულია ერთი დარბაზი, სადაც პირველი ინსტანციის წესით იხილება მაგისტრატ სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეები.
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს არქივში ინახება ბაღდათის რაიონულ სასამართლოში განხილული საქმეები 2014 წლიდან დღემდე, ხოლო 2013 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მის: ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის 65, ტელ: (995 32) 2748158; (995 32) 2748162;

ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო

  • ქ.ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. № 4 ;4300
  • (+995 0497) 22 28 44

ამჟამინდელი ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს შენობა, რომელიც მდებარეობს ქ.ტყიბულში, თაბუკაშვილის ქ. № 4-ში, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში სპეციალურად სასამართლოსათვის აშენდა. 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდა შენობის მთლიანი რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც სასამართლომ ფუნქციონირება გააგრძელა განახლებულ შენობაში, როგორც რაიონულმა სასამართლომ. შენობაში განთავსებულია ერთი თანამედროვე სხდომათა დარბაზი. შენობის პირველ სართულზე არის მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხდებების მიღება-რეგისტრაცია. ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2014 წლიდან დღემდე, ხოლო 2013 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში. (მისამართი ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის ქ. № 65, ტელ: (995 32) 2748158; (995 32) 2748162; ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო ფუნქციონირებს 2010 წლის 22 სექტემბრიდან და ქუთაისის გამსხვილებული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშაა. ტყიბულის მაგისტრი მოსამართლე პირველი ინსტანციის წესით იხილავს თავის განსჯადობის მიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს, იმავდროულად იხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეებსაც.